ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ იქცევა კოხტა-მიტარბი 4 სეზონის კურორტად
19 მარტი, 2018

როგორ იქცევა კოხტა-მიტარბი 4 სეზონის კურორტად - მთავრობამ ქალაქთმშენებლობის გეგმა უკვე დააამტკიცა. გეგმის წარდგენისას გაცხადდა, რომ დიდი მიტარბის განვითარება ითვალისიწნებს როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებას, ასევე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთლიანი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებას.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ბაკურიანსა და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად.

მთავრობის გათვლებით დიდი მიტარბის მიმართულებაზე 5 000 საწოლი ადგილი განვითარდება, მოეწყობა კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები. დიდი სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა - სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები ძირითადად ბაკურიანში განვითარდება და ეს ერთი მთლიანი კომპლექსი იქნება მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი საქართველოში ტურიზმისთვის.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანსა და დიდ მიტარბში და ასევე 100 კილომეტრის რადიუსის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების „გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ექნება ძალიან დადებითი ზეგავლენა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკურორტო ზონა ამჯერად კოხტა გორას ძირში მდებარეობს, მომდევნო ეტაპზე კი, მიტარბშიც გაშენდება.

კოხტა-მიტარბის პროექტის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაიმართა, პროექტის დაწყებამდე კი 2015 წელს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია (GRDC) და სახელმწიფოს შორის, რომელიც კერძო კომპანიის მხრიდან  სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობას.

განაშენიანების რეგულირების გეგმა მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანიების GEODE და COMPAGNIE DES ALPES მონაწილეობით შემუშავდა. როგორც პროექტის საიტზეა მითითებული, სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსები განაშენიანდება ე.წ. „სქი ინ სქი აუთ“ კონცეფციით, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი აპარტამენტებისა და სასტუმროების ინტეგრირებას სათხილამურო ტრასებთან მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტის გათვალისწინებით.

პროექტი ვითარდება ეტაპობრივად,  პირველ ეტაპზე „კოხტა გორას“ მიმდებარედ სასტუმრო „რუმსთან“ ერთობლივად დაგეგმილია 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა. ახალი სასტუმრო კომპლექსი ოპერირებას და პირველი ვიზიტორების მიღებას 2018 წლიდან გეგმავს.

პარალელურად მიმდინარეობს საცხოვრებელი, კეთილმოწყობილი აპარტამენტების მშენებლობა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა დახურული ავტოსადგომები, რესტორნები, კაფეები,  დამატებით გართობისა და დასვენების სხვა ზონები. პროექტის პირველი ეტაპი 2018 წლისათვის დასრულდება, ხოლო შემდგომი ეტაპები განვითარდება მიტარბის მიმართულებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.