ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ მიმდინარეობს კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაცია
30 მაისი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესს აგრძელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება სააგენტომ ორი თვის წინ დაიწყო და აქტიურ ფაზაშია შესული. დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, კომპლექსურმა რესტავრაციამ უკვე მოიცვა ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები, რომელთა დაზიანებული სეგმენტები ახალი თლილი ქვებით იმოსება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2018 წელს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული კუმურდოს ტაძრის ავთენტურ ფორმასთან.

ტაძრის რეაბილიტაციის განვლილ ეტაპებზე არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებზე აწარმოა გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.