ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში
27 ივნისი, 2019

რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. – წერს ekhokavkaza.

(მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად იხ. ლინკი 

აფხაზებს ძალიან აღიზიანებთ ბოლო წლებში სულ უფრო მზარდი აღტაცება რუსი ტურისტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მათ ხელის გულზე დაატარებენ, რომ ქართული კურორტები ნელა-ნელა უახლოვდება ევროპულ დონეს. და ეს ყველაფერი აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის მკვეთრი კრიტიკის და იქ შექმნილი კრიმინოგენური მდგომარეობის გაზვიადების ფონზე.

რუსულ მასმედიაში აფხაზეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ნამდვილი კამპანია, რომელსაც აწარმოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსული ხმა“. ის მოითხოვს კრემლისგან რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ამ ფონზე, აფხაზების აზრით, აგრესიულმა ქართულმა ნაციონალიზმმა მოიხსნა ნიღაბი და დაანახა ყველას თავისი რეალური სახე – ანტირუსული პლაკატებით, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, რუსულ ენაზე ფილმების ჩვენების აკრძალვით, და ა.შ.

„აწი ყველა დაინახავს ვინ ვინ არის“  – ამბობენ სოხუმში.

ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ნიშნის მოგება, თუმცა, არის ნიშნის მოგება და ნიშნის მოგება. თუ ქვეყანა, რომელიც არის კონფრონტაციაში შენს ქვეყანასთან, ხდება რაიმე ტიპის ბუნებრივი კატაკლიზმის, მაგალითად, მიწისძვრის, მსხვერპლი, ამაზე სიხარული არის დაუშვებელი.

თუმცა, ამ შემთხვევაში, აფხაზები მიიჩნევენ, ქართველებმა თავად შეიქმნეს პრობლემები და პარლამენტში მომხდარმა ინციდენტმა უბრალოდ გამოავლინა ვინ არის ვინ.

„პუტინის გადაწყვეტილება სამართლიანია. ის, რაც მოხვდა საქართველოში – წარმოუდგენელია. ქართველების ბუნებრივმა არტისტიზმმა მოხიბლა რუსები, თუმცა, ახალ ისინი დაინახავენ როგორია მათ მიმართ ქართველების რეალური დამოკიდებულება. ჩვენთან ასეთი რამ წარმოუდგენელია. რაც არ არის, ის არ არის. რუსოფობია აფხაზეთში ნამდვილად არ არის,“ – წერს ერთ-ერთი აფხაზი კომენტატორი.

რა თქმა უნდა, არავის არ ავიწყდება ისიც, რომ საქართველო არის რუსულ ტურისტულ ბაზარზე აფხაზეთის მთავარი კონკურენტი. სოხუმში იმედოვნებენ, რომ რუსები, რომლებიც ვერ მიდიან საქართველოში, წამოვლენ აფხაზეთში – ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მაინც.

როსტურიზმის გათვლებით, თუ შენარჩუნდება დღევანდელი სიტუაცია, საქართველო დაკარგავს რუსი ტურისტების 60-70%-ს.  ავტოტრანსპორტის ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს, მაგრამ უმნიშვნელოდ. თანაც, საქმე არაა მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემებში – ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია ფრენები მინსკის ამ ერევნის გავლით. აქ არის პოლიტიკური მხარეც  – ბევრ რუსს არ მოეწონება ის, რასაც ისინი დღეს ხედავენ ეკრანებზე.

2018 წელს აფხაზეთს ესტუმრა მილიონზე მეტი რუსი ტურისტი, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მათ შორის ნახევარზე მეტი იყო ჩამოსული ერთდღიანი ექსკურსიებით სოჭიდან.

აფხაზეთი ეროვნული ტურისტული კომპანიის დირექტორმა რუსლან კოკოსკირმა განაცხადა ერთ-ერთი ინტერვიუში,  რომ რუსი ტურისტების ნაკადი შესაძლებელია გაორმაგდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო.

„საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი იღებდა წელიწადში 3,5 მლნ. ტურისტს და ამ დროს იყო მხოლოდ 100 სასტუმრო, დღეს კი 400-ე მეტია,“ – თქვა მან.

თუმცა, ბევრი აფხაზი არ მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტი, რომელიც არ ჩადის საქართველოში, ჩავა მაინც და მაინც აფხაზეთში.

„გაივსო აფხაზეთი ექსპერტებით. საიდან ასეთი წარმოდგება, რომ აფხაზეთში ჩამოვლენ? რა, სხვა ადგილს ვერ ნახავენ? აგერ არის ყირიმი, ან თუნდაც თურქეთი,“ – წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.

აფხაზეთში ასევე განიხილავენ 20 ივნისის ღამის მოვლენებს და ბჭობენ, რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ აფხაზეთში. ყველა თანხმდება იმაზე, რომ აფხაზური საზოგადოება ძალიან მცირერიცხოვანია და ასეთი სასტიკი საქციელი ხელისუფლების მხრიდან ძნელი წარმოსადგენია.

თუმცა, ამავე დროს იხსენებენ, რომ აფხაზეთში ამა წლის მაისში განვითარებულმა მოვლენებმა დაანახა ყველას, სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება საარჩევნო ციებ-ცხელებამ.

www.ekhokavkaza.com

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.