„აქსის თაუერსის“ – დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის- ერთ-ერთი მიმართულება – სავაჭრო ცენტრი, ფუნქციონირებას იწყებს.
კომპლექსის პირველი ბინადარი, 26 მარტიდან, აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტი – „აგროჰაბი“ იქნება.
„აქსის თაუერსში“ „აგროჰაბის“ განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მხარეებმა რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2018 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განსაზღვრეს.
ჰიპერმარკეტი კომპლექსის კომერციული სივრციდან 2460 კვ.მ-ს დაიკავებს.
„აქსის თაუერსი“ 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს – 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.


