კომპანია M Group-ი მი ყვარლის ტბაზე სასტუმრო ინფრასტრუქტურას აახლებს და აფართოებს. ყვარლის ტბის კომპლექსი Kvareli Lake Resort&Spa-ს შემადგენლობაში იქნება.
ახალი სასტუმროს ფოტოებს კომპანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
Knews-ge-ს ცნობით, სასტუმრო ყვარლის ტბაზე 40 ნომრიანი იქნება და სავარაუდოდ, 2018 წლის ნოემბერში გაიხსნება.
პროექტის ღირებულება 6,2 მლნ ლარია, კომპლექსი 4 830 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. მორგებულია შშმ პირების საჭიროებებზე.
სასტუმროში დაგეგმილია 108 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზის დამატება. გათვალისიწნებულია საკონფერენციო ტერასისა და მოსასვენებელი ლაუნჯის მოწყობაც. სასტუმროში იგეგმება ქართულ-ევროპული რესტორნისა და საბავშვო გასართობი მოედნის მშენებლობაც.
www.travelingeorgia.ge