ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება ახაშენში სასტუმრო Akhasheni Wine Resort-ი
06 მარტი, 2018

მარტში, კახეთის რეგიონს ახალი სასტუმრო შეემატება.

ახაშენში სასტუმრო Akhasheni Wine Resort-ს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა" გახსნის.

ვენახებში გაშენებული საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო აერთიანებს 41 კომფორტულ ნომერს, ხედით კავკასიონზე, რომელიც ოთხივე სეზონზე საოცრად მომხიბლავია.

სასტუმროში იქნება საკონფერენციო, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, ვენახები და ღვინის მარანი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.