ბათუმს 2020 წლის სექტემბრიდან UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონი ექნება.
სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში.
ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა, რომლის 70 % დასრულებულია. უახლოეს დღეებში იარუსების მოწყობა დაიწყება. პარალელურად მეორე სართულის კოლონების დახურვა უკვე დაწყებულია 4 სექტორში.
სექტემბრიდან ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული, სექტემბრიდან 250-მდე გაიზრდება.