ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება “დიღმის ჭალების” პარკი, რომელზეც მერია 11 მლნ-ის დახარჯვას გეგმავს
18 აპრილი, 2019

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლიდან გლდანის ხიდებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობა დაიწყება.

„დიღმის ჭალები“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლისთვისაც 11 მლნ ლარია გამოყოფილი, მისი დასრულება კი, 2 წელიწადში იგეგმება.

„გენერალურ გეგმაში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთ-ერთი ასეთი არის „დიღმის ჭალები“. 11 მილიონზე მეტი ჯდება ამ პროექტის განხორციელება, 2-წლიანი პროექტია. 2019-ში ვიწყებთ მის განხორციელებას. პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში, მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ. ეს არის გლდანის ხიდების და მისი მიმდებარე ტერიტორია. აქ დღეს მძიმე მდგომარეობაა, თუმცა მალე ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თავისი ინფრასტრუქტურით, ამფითეატრით, სპორტული მოედნებით და კაფე-ბარებით“, – განაცხადა 2019 წლის პროექტების პრეზენტაციაზე კალაძემ.

თბილისის მერიამ უკვე გამოაქვეყნა პროექტი, რომლითაც ახალი პარკი აშენდება:


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.