ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება განახლებული „მზიურის“ პარკი
26 ივლისი, 2018

ბავშვთა ქალაქისა და დასასვენებელი პარკი "მზიურის" რეაბილიტაცია იწყება.  

პროქტის ფარგლებში იგეგმება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის რეაბილიტაცია, ახალი ბილიკების, ველო ბილიკების მოწყობა, გამწვანება. შეიცვლება პარკში დაზიანებული დეტალები.

იგეგმება სივრცეების შექმნა ბავშვებისთვის, სკეტბორდისა და მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, ველოსიპედის გასაქირავებელი ჯიხური, მოეწყობა ფანჩატურები, სკამები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები.

რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ამხანაგობა „მზიურია“. კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, რადგან მასში მონაწილეობას 6 კომპანია იღებდა.

ამხანაგობა ამ სამუშაოების შესრულებისთვის 7,799 მლნ ლარს ითხოვს. 9 მლნ ლარის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში „მზიურის“ შეთავაზება სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე დაბალი იყო.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.