ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება გუდაურის განახლებული "გადასახედი", - პროექტზე 2 მლნ ლარამდე დაიხარჯება
05 მაისი, 2017

გუდაურში ე.წ. გადასახედის რეაბილიტაცია იწყება. გუდაურის სარეკრეაციო ზონაში მდებარე მშვიდობის მონუმენტის რენოვაციისა და რეაბილიტაციის პროექტი კომპანია Saxon-მა Idaaf Architects -სთან თანამშრომლობით შეასრულა. 

ყაზბეგის რაიონის გამგეობაში „საქმის კურსს“ განუმარტეს, რომ ადგილზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი ხვალ გამოცხადდება. 

რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, თავდაპირელად მოხდება მონუმენტის რეაბილიტაცია, რომელსაც პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. ამასთან, მონუმენტთან მისასვლელი გზა მოპირკეთდება და ადგილზე საპარკინგზე ადგილი გამოიყოფა. 

ადილზე განთავსდება ტურისტული ცენტრიც. პროექტზე ჯამში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ფოტო: SAXON

www.bm.ge


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.