ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება „პანორამა კვარიათი“
13 აგვისტო, 2018

კეთილმოწყობილი პლაჟი, ლაუნჯი და პანორამული რესტორანი, საოცარი ხედი ზღვაზე - ეს აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის "პანორამა კვარიათის" პროექტია.

კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

კომპლექსი ზღვიდან 50 ნაბიჯში, შავი ზღვის საუკეთესო ზოლში შენდება და მოიცავს სასტუმროს ტიპის 90 აპარტამენტს.

"პანორამა კვარიათის" ცნობით, პროექტს ფრანგული ინვესტიციით საფრანგეთში 50 წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი კომპანია Soreprim - Group Mazareu-ს ჰოლდინგი ახორციელებს.

კომპლექსში 1 კვ. მ-ის ფასი 1600 დოლარიდან იწყება.

5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის კომპლექსში ბინები ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

აპარტამენეტების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: რესეფშენი, კონსიერჟი, დაცვა, დასუფთავება, მანქანის მომსახურება, ბინების გაქირავება/ოპერირება, ბინის დაზღვევა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.