ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება ქართული სავანე მდინარე იორდანესთან - პროექტის პირველადი ვერსია „იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა
14 დეკემბერი, 2022

დაბრუნება წმინდა მიწაზე 300 წლის შემდეგ - როგორი იქნება ქართული სავანე მდინარე იორდანესთან - პროექტი, რომელიც ქართველმა სპეციალისტებმა როგორც ეროვნული, ასევე იორდანიის და „იუნესკოს“ ყველა რეკომენდაციის და ტრადიციის გათვალისწინებით შეიმუშავეს, უკვე მზად არის.

პირველი, ვინც პროექტს გაეცნო უწმინდესია, კათოლიკოს-პატრიარქს ის მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად წარუდგინა.

„პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, პატრიარქს ჰქონდა საუბარი იორდანიის მეფესთან, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი წინ ვერ მიდიოდა. ბოლოს უკვე, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჩვენს ელჩთან დავიწყეთ აქტიური მუშაობა. შემდეგ ძალიან მალევე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე და ეს საკითხი გავააქტიურეთ ძალიან მაღალ დონეზე. ჩვენ, ერმა და ბერმა, ერთობლივად შევძელით, ეს საქმე გასულიყო ბოლოში“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პროექტის პირველადი ვერსია „იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა. პროექტის ავტორთა განცხადებით, ეს იქნება ცენტრი, რომელიც სტუმრებს თავს საქართველოში აგრძნობინებს, გააცნობს ქართულ ტრადიციებს და კულტურას.

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.