ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება სენაკში იუსტიციის სახლი
21 ივნისი, 2018

სენაკში იუსტიციის სახლის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება. იუსტიციის სახლის მშენებლობა ყოფილი ღვინის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას 23-ში, მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის შენობის კარკასისა და საძირკვლის მოწყობა დასრულებულია და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები.

იუსტიციის სახლის სენაკის ფილიალის შენობა 587 კვ. მეტრი იქნება და 5965 კვ. მეტრის ტერიტორიაზე განთავსდება.

პროექტის მიხედვით, თავისი ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იქნება, რომელიც არქიტექტურულად და ფუქნციურად გაამშვენებს ქალაქს.

იუსტიციის სახლის კონცეფციის შესაბამისად, სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას სენაკელებიც შეძლებენ.

იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იმერეთი’’ ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.