ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება თემურ ქეცბაიას სასტუმრო უზნაძის ქუჩაზე
18 მარტი, 2024

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე შპს „ტოკიო ჰოტელი“ სასტუმროს აშენებს.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზეა მითითებული, მიწის ფართობი 722 კვ.მ-ია, საერთო ფართობი 3040.7 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 13061.94 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 27.75მ.

საპროექტო ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივების უფლება კომპანიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. გეგმის მიხედვით მისი დასრულება 24 თვეში იგეგმება. 

შპს „ტოკიო ჰოტელი“ 2022 წლის ივლისში დარეგისტრირდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ფართები გადაიფორმა. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „ტოკიო ჰოტელის“ წილის მფლობელები არიან: შპს სანს ჰოტელ (44%), თემურ ქეცბაია (15%), დავით სვანაძე (13%), თეა ახალაძე (12%), ალექსანდრე ვეფხვაძე (12%), დავითი იმნაძე (4%). კომპანიის დირექტორი კი ირაკლი სამხარაძეა. თავის მხრივ, შპს სანს ჰოტელი დავით ლაშხიას და ვახტანგ ჩიქოვანს ეკუთვნის.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.