ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებს მგზავრებს 4 სატარიფო გეგმის ავიაბილეთებს სთავაზობს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Georgian Wings-ი ავიაბილეთებს ყიდის შემდეგი სატარიფო სქემით: Promo Economy, Lite Economy, Standard Economy და Plus Economy.
გთავაზობთ შიდა ფრენის, თბილისი-ბათუმი-თბილისის სატარიფო პირობებს:
Promo Economy (RDB: W/Q/X)
5კგ ხელბარგი
არ ექვემდებარება გადაცვლას
არ ექვემდებარება დაბრუნებას
გამაგრილებელი სასმელები
მგზავრის არ გამოცხადების/გამოუყენებელი ბილეთის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
Lite Economy (RDB: U/S/T/V)
5კგ ხელბარგი
გამგზავრებამდე 24სთ-ით ადრე ბილეთის გადაცვლის საფასურია 25 ევრო / 24სთ-ზე ნაკლები დროის შემთხვევაში ბილეთის გადაცვლა არ ხდება
არ ექვემდებარება დაბრუნებას
გამაგრილებელი სასმელები
მგზავრის არ გამოცხადების/გამოუყენებელი ბილეთის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
Standard Economy (RDB: N/L/K/H)
5კგ ხელბარგი
10კგ რეგისტრირებული ბარგი
გამგზავრებამდე 24სთ-ით ადრე ბილეთის გადაცვლის საფასურია 20 ევრო / 24სთ-ზე ნაკლები დროის შემთვევაში ბილეთის გადაცვლის საფასურია 25 ევრო
გამგზავრებამდე 24 სთ-ით ადრე ბილეთის დაბრუნების საფასურია 35 ევრო / 24 სთ-ზე ნაკლები დროის შემთხვევაში ბილეთის დაბრუნება არ ხდება
გამაგრილებელი სასმელები
მგზავრის არ გამოცხადების/გამოუყენებელი ბილეთის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
Plus Economy (RDB: Y/B/M)
7კგ ხელბარგი
20კგ რეგისტრირებული ბარგი
გამგზავრებამდე 24 სთ-ით ადრე ბილეთის გადაცვლა უფასოა / 24 სთ-ზე ნაკლები დროის შემთხვევაში ბილეთის გადაცვლის საფასურია 20 ევრო
გამგზავრებამდე 24სთ-ით ადრე ბილეთის დაბრუნების საფასურია 25 ევრო / 24 სთ-ზე ნაკლები დროის შემთხვევაში ბილეთის დაბრუნება არ ხდება
გამაგრილებელი სასმელები
მგზავრის არ გამოცხადების/გამოუყენებელი ბილეთის შემთვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
ზენორმატიული ბარგი
ბარგის წონის გადაჭარბებაზე დაწესებულია დამატებითი გადასახადი- 5 ევრო ყოველ 1 კილოგრამზე.
იხილეთ მეტი ინფორმაცია აქ.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-მა თბლისსა და ბათუმს შორის ოპერირება რამდენიმე კვრის უკან დაიწყო. მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით ემსახურება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს დღეისათვის მხოლოდ Georgian Wings-ი ასრულებს.
თუმცა ავიაკომპანიისთვის ბათუმი აერთადერთი მიმართულება არ იქნება, Georgian Wings-ი ფრენების დაწყებას განიხილავს ასევე ტრაპიზონის და სამსუნის მიმართულებით.
თბილისი-ტრაპიზონი, თბილისი-სამსუნის მიმართულებით პირადაპირი ავიარეისების დანიშვნისა და განხორციელების თხოვნით ბიზნეს წარმომადგენლებმა ავიაკომპანია Geosky-ს უკვე მიმართეს.
თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის და თბილისი-სამსუნი-თბილისის საჰაერო ხაზებზე ავიარეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.
avianews.ge