როგორია გურია - ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ჟურნალისტები 2 დღის განმავლობაში ცდილობდნენ. გურიის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასმედიის წარმომადგენლებისთვის კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ. ორდღიან ტურში მედიის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ფიჩორის ტბა, მინიატურების და მუსიკოსების პარკი დაათვალიერეს. ეწვივნენ ეგნატე ნინოშვილისა და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, ასევე ერისთავების სასახლეს და ნაბეღლავის ქარხანას.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კამპანია "გაიცანი საქართველოს" 2015 წლიდან ატარებს. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.
.jpg)




.jpg)

www.travelingeorgia.ge