ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორია ისტორიული სადარბაზოები, რომელთა რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება - რა ხდება ტაბიძის N18-ში
22 ივნისი, 2018

თბილისის განვითარების ფონდი ტაბიძის N18-ში ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ახორციელებს.

შენობა 1911 წელს ძმებმა სეილანოვებმა ააგეს. სადარბაზო იმ პერიოდისთვის დამახასიათებლი ტექნიკური ხერხებით მოხატულია.

ამ ეტაპზე ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 5 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და სხვა ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია, ასევე, ლითონისა და ხის ნაკეთობების გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია მიმდინარეობს.

დაგეგმილია არქიტექტურულ-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ, სადარბაზო თავდაპირველი იერსახეს მაქსიმალურად შეინარჩუნებს. მხატვრობისა და ზეთით შესრულებული დეკორატიული ელემენტების შელახვა სადარბაზოს სხვენში არასწორად მოწყობილმა სველმა წერტილებმა, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილმა კომუნიკაციებმა და დაზიანებული სახურავმა გამოიწვია.

სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროგრამა 35-მდე ისტორიული სადაბაზოს აღდგენას ითვალისწინებს.

ტაბიძის N18-ში მდებარე სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოებს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირი (ICOMOS - საქართველო) ახორციელებს.

სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.