ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ღორჯომში მდებარე 1903 წელს აშენებულ ჯამეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჯამე ღორჯომის სოფლის ცენტრში მდებარეობს, ორსართულიანია და განსხვავებულია აჭარული სახლისგან.
ჯამესთან ცალკე შენობაში ფუნქციონირებს ორსართულიანი მედრესე და განბანვის ოთახი, შემობურულია თუნუქის სახურავით, ასევე გარედან ჯამეს კედლებზე ოთხივე მხრიდან აკრულია თუნუქის ფურცლები.

ჯამე 3 წლის განმავლობაში შენდებოდა. ჯამე აშენებულია ლაზ აბდი უსტას მიერ.
ჯამე ფორმით ოთხკუხაა მისი სიგრძე 22 მეტრია, სიგანე 20 მეტრი, სიმაღლე 8.45 მ-ია და დაშენებულია ქვის ცოკოლზე.
ჯამეს ისევე როგორ სხვა სააღმსრულებლო დაწესებულებებს 1930 წ. შეუწყვეტია ფუნქციონირება და 1950 წლამდე გამოიყენებოდა სოფლის მაღაზიის საწყობად, 1960 -დან 1982 წლამდე იქ ფუნქციონირებდა მუზეუმი.

ჯამეში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა პირველად ხვდები ტამბურში (კორიდორი) მისი სიგრძე 20მ-ია, სიგანე 3მ სადაც განთავსებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდერობები. იქ არსებული ცენტრალური კარებით შესაძლებელია სამლოცველო დარბაზში შესვლა, ჯამე აივნიდან გეგმით სწორკუთხაა,სამლოცველო დარბაზი ორსართულიანია და სამი მხრიდან შემოსაზღვრულია აივნებით. სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით, რომლის წინ ხის ბაქანია.

მიჰრაბის თავზე არაბული წარწერაა. დასავლეთით მიმბარია, ხოლო აღმოსავლეთი კათედრა. ცენტრალური სივრცის ჭერი კესონურია. ჭერის ცენტრში დამაგრებულია ხის მოჩუქურთმებული ვარდული. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია რვა მოჩუქურთმებულ სვეტზე. სამი მხრიდან რიკულებიანი მოაჯირი აკრავს. ქოროზე ასასვლელი კიბეები მოწყობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ინტერიერში დეკორატიულად აქცენტირებულია მიჰრაბი, მიმბარი, კათედრა, ქოროს აივანი და სვეტები. მოსართავი ჩუქურთმები შესრულებულია ხის აპლიკაციებითა და ორნამენტებით. შესასვლელი აღმისავლეთიდანაა.




www.travelingeorgia.ge