ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორია მაღლივ კორპუსთან რეაბილიტირებული საფეხმავლო ხიდი
16 ივლისი, 2018

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა.

ხიდი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიას და ბაგებს აკავშირებს. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მას აშენების შემდეგ რეაბილიტაცია წელს პირველად ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სპეციალური ამოსასვლელი მოეწყო.

რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, ხიდზე ასფალტის საფარი გამოიცვალა, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა. შეიღება მოაჯირები, განახლდა განათების სისტემა. კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორმა კომპანია „გრუპო პონტემ“ აწარმოა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი დაიხარჯა, ხიდის მოპირკეთების, ახალი განათების სისტემით აღჭურვისა და სხვა კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.