ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„როიალ ბატონი“ ფუნქციონირებას წყვეტს - „რეგულაციებით დახუნძლულ პერიოდს ციხე-სიმაგრე განახლებასა და განვითარებას მოახმარს“
25 დეკემბერი, 2020

„28 დეკემბრიდან როიალ ბატონი ფუნქციონირებას წყვეტს“ - ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. განაცხადებაში ნათქვამია, რომ სასტუმრო რეგულაციებით დახუნძლულ პერიოდს განვითარებას და გაფართოებას დაუთმობს.

„გაცნობებთ რომ, ჩვენი ციხე-სიმაგრე 28 დეკემბრიდან ფუნქციონირებას წყვეტს. რეგულაციებით დახუნძლულ პერიოდს როიალ-ბატონი განახლებასა და განვითარებას მოახმარს. ცოტახნით დაგემშვიდობებით და  მალე სასიამოვნო სიახლეებით დაგიბრუნდებით. მადლობას გიხდით ყველას ერთგულებისა და თანადგომისთვის. მომავალ შეხვედრამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯერ კიდევ გასულ კვირას სასტუმროს მენეჯმენტი დამსვენებლისთვის ახალ წლის  ღონისძიებას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, ძალაში დაეტოვებინა შეზღუდევბი სტუმარ-მასპინძლობის სექტორთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

სასტუმრომ განახლებაზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „როიალ ბატონის“ გენერალური მენეჯერი ლაშა ხეთერელის თქმით, დაგეგმილია არსებული სასტუმროს განახლება და ციხე-სიმაგრის კონცეფციის შეცვლა:

„ამ ეტაპზე არქიტექტურულ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც მზად თებერვლის თვეში იქნება. პროექტი კერძო ინვესტიციით ხორცილდება და მისი ღირებულება დააახლოებით 1 000 000 დოლარი იქნება. ახალი შენობის დამატებას არ ვაპირებთ. არსებული შენობა განახლდება და ციხე--სიმაგრის კონცეფცია უფრო ეკო სასტუმროს სტილში გადაინაცვლებს. გვექნება ჩვენი მეურნეობები, გაიზრდება ნომრების რაოდენობა. როგორც იცით, გგვაქვს ღია აუზი, თუმცა, აუცილებლად დავამატებთ დახურულსაც, რომ მომხმარებელმა ამ სერვისით ყველა სეზონზე ისარგებლოს.“– აცხადებდა „როიალ ბატონის“ გენერალური მენეჯერი ლაშა ხეთერელი.

შეგახსენებთ, რომ „როიალ ბატონი“ თბილისიდან 146 კილომეტრში, კახეთში მდებარეობს. ამ ეტაპზე სასტუმროში 30 ნომერი, ღია აუზი, ტერასა და სხვა სივრცეებია განთავსებული. სასტუმრო ილიას ტბასა და მთებს შორისაა მოქცეული. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით.

კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.