რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება, - პროექტს "საპარტნიორო ფონდი" დღეს ლიკანის კომპლექსის ტერიტორიაზე, 13:00 საათზე წარადგენს.
კომპლექსის რეაბილიტაციის მიზანი ლიკანის კომპლექსის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ტურისტული ლოკაციის შექმნაა.
"პირველად არსებობის მანძილზე, რომანოვების სასახლე და ლიკანის კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება და ვიზიტორებს მისი სრული დათვალიარების, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებითა და პარკით სარგებლობის საშუალება მიეცემათ", - განმარტავენ ფონდში.
სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, აღდგება ორანჟერეა; დენდროლოგიური გეგმის მიხედვით კეთილმოეწყობა ისტორიული პარკი, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და საფეხმავლო ხიდი და სასტუმრო-საკონფერენციო ბლოკი.
www.travelingeorgia.ge