ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელ ადგილებში გეგმავს თბილისის მერია ტურისტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას
08 სექტემბერი, 2021

თბილისის მერიამ ტურისტული - საფეხმავლო ბილიკების შესწავლის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადების მიღება 7 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26 000 ლარია.

„შესყიდვის ობიექტი მოიცავს პოტენციური საფეხმავლო ბილიკების შესწავლას თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თითოეული ბილიკის შესაბამისად - გეგმარების და მონიშვნით მომსახურების გაწევას, მარკირების და განვითარების კონცეფციის შემუშავებას, დეტალურ პროექტირებას და რესურსული ხარჯთაღრიცხვის შემუშავებას.

შესასწავლი მარშრუტებია:

წყნეთიდან (საირმის ქუჩა) - არსებულ კუს ტბა - უძოს მარშრუტთან დაკავშირება;

წყნეთიდან (კრავეიშვილი-რუსთაველის ქუჩების კვეთა, ავტობუსების ბოლო გაჩერების მიმდებარედ) - არსებულ კუს ტბა - უძოს მარშრუტთან დაკავშირება;

უძოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაახლოებით აგარაკების მიმდებარედ) - კოჯორის დაკავშირება (იუნკერების ქუჩის მიმართულებით),“-აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.