თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თვიურ ჭრილში შემცირებულია, ხოლო წლიურად გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 105.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარში 114 მლნ დოლარი, ხოლო 2021 წლის თებერვალში - 13.7 მლნ აშშ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, რუსეთი და უკრაინა ჩამონათვალში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე არიან.უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნების ტოპ-ხუთეულის მიხედვით, შემდეგია:
-
ევროკავშირის ქვეყნები - 16.2 მლნ აშშ დოლარი;
-
რუსეთი - 14.7 მლნ აშშ დოლარი;
-
თურქეთი - 11.9 მლნ აშშ დოლარი;
-
ისრაელი - 10.8 მლნ აშშ დოლარი;
-
უკრაინა - 10.1 მლნ აშშ დოლარი.
წყარო: "ბიზნესპრესნისი"