ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელ ქვეყნებშია ყველაზე ადვილი და რთული მოქალაქეობის მიღება?
29 იანვარი, 2024

კანადის საიმიგრაციო სააგენტოს CanadaCIS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პორტუგალია შედის იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ყველაზე ადვილია მოქალაქეობის მიღება.

ამის შესახებ პორტალი SchengenVisaInfo.com იუწყება.

სააგენტოს მიერ 2009 წლიდან 2021 წლამდე საიმიგრაციო მონაცემები აჩვენებს, რომ შვედეთი ყველაზე მარტივი ქვეყანაა ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მისაღებად, რადგან 10 განმცხადებლიდან ერთი, ანუ 9.3 პროცენტი მოქალაქეობას იღებს.

გარდა ამისა, შვედეთს აქვს ყველაზე მაღალი მიღების მაჩვენებელი როგორც მამაკაცებისთვის 8,66, ასევე ქალებისთვის (10,02%).

გარდა ამისა, იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც მარტივად ანიჭებენ მსურველებს მოქალაქეობას შედის - ნიდერლანდები, პორტუგალია და ისლანდიას. ამ ქვეყნებში ამ მხრივ მაღალი მაჩვენებელია, 25-დან ერთს, 4%-ს აძლევენ მოქალაქეობას

სად არის ყველაზე რთული მოქალაქეობის მიღება:

ანგარიში აჩვენებს, რომ ესტონეთი პირველ ადგილზეა იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე რთულია მოქალაქეობის მიღება.

ამ ქვეყანას აქვს მოქალაქეობის მიმღებთა ყველაზე დაბალი საშუალო პროცენტი, დაახლოებით ყოველი 200-დან ერთი (0,6 პროცენტი). მამაკაცების მაჩვენებელი უფრო დაბალია  0,58%-ით, ვიდრე ქალების 0,69%-ით.

ლატვია, ჩეხეთი და ლიეტუვა იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც მოქალაქეობის მიღება ყველაზე რთულია.

commerssant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.