ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული ღვინო - TOP-5 ექსპორტიორი
07 ივნისი, 2018

ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება, იზრდება შემოსავლები ღვინის ექსპორტიდანაც.

ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს, სადაც ქართული საექსპორტო ღვინის თითქმის 65% იყიდება.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი – 20 439 494, უკრაინა – 3 149 059, ჩინეთი – 2 331 800, ყაზახეთი – 1 379 698 და პოლონეთი 1 300 222.

სულ 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, 27%-ით მეტი ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ დოლარია, 36%-ით მეტი ვიდრე 2016 წლის 5 თვეში.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.