საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი სექტემბრის მონაცემებით, 70 ლარია.
ამ ტიპის განთავსების ადგილების ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრების ფასებს.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიასა (122 ლარი) და ქვემო ქართლშია (104 ლარი).
საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა იმერეთში - 58 ლარი, შიდა ქართლში კი 56 ლარია.
კვლევის მიხედვით, საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და გურიაში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები მხოლოდ რაჭაში და თბილისში გაიზარდა.
www.travelingeorgia.com