ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელ სექტორშია ყველაზე მეტი ვაკანსია - ჰორეკა სექტორმა მე-4 ადგილზე გადაინაცვლა
14 დეკემბერი, 2021

თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანსიების ლიდერი ჰორეკა სექტორი იყო, დეკემბერში ეს რეალობა შეიცვალა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ HR.GE-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა, აგვისტოსთან შედარებით დღეს ყველაზე მეტი განაცხადი გაყიდვების მიმართულებით ფიქსირდება.

„დეკემბერი ყოველთვის პასიურია და ვაკანსიებზე გვაქვს 15%-იანი კლება, თუმცა, ამ თვეში ჯამურად 4 ათასამდე ვაკანსია მაინც დაიდება. აგვისტოსთან შედარებით კი, სექტემბრი-ნოემბერი საკმაოდ აქტიური გვქონდა. ნოემბრის თვეში დაიდო 5 ათას ხუთასი ვაკანსია“, - განაცხადა შახბაზიანმა.

მისი თქმით, ვაკანსიების კუთხით აგვისტოში ყველაზე აქტიური ჰორეკას სექტორი იყო, თუმცა ამჟამად პირველი ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

ექტორები, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა, ასე გამოიყურება:

  1. გაყიდვების სექტორი
  2. ადმინისტრაციული მიმართულება
  3. საბანკო და საფინანსო სფერო
  4. ჰორეკას სექტორი
  5. სამედიცინო
  6. აიტი

ბოლო თვეების განმავლობაში ვაკანსიებთან ერთად იზრდება დასაქმების მსურველთა რიცხვიც. შახბაზიანის თქმით, თუ აგვისტოში ერთ ვაკანსიაზე 30-50 რეზიუმე შედიოდა, 2-3 თვეა ეს მაჩვენებელი სტაბილურად 100-დან 150-მდე მერყეობს.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.