ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელი 12 მიმართულებით გადადო Wizz Air-მა ქუთაისიდან ფრენები
15 აგვისტო, 2019

ქუთაისიდან Wizz Air-ის დაანონსებულ 12 ახალ რეაისზე ფრენები გადაიწევს. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელი შეფერხება გახდა. ახალი რეისების ამოქმედება 2020 წლისთვის გადაიდო. ავიაკომპანია ქუთაისის ბაზას ორ ახალ Airbus A320 ტიპის თვითმფრინავს 2020 წლის ივლისსა და დეკემბერში დაამატებს. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.

ახალი რეისების ამოქმედება შემდეგი მიმართულებით გადაიდო:

ფრანკფურტ ჰანი
ჰამბურგი
ჰერაკლიონი (კუნძული კრეტა)
კარლსრუე /ბადენ ბადენი
ნეაპოლი
ნიცა
ნიურნბერგი
პიზა
პოზნანი
სტოკჰოლმი
ტურკუსა
ვენეცია.

მგზავრებმა, რომლებმაც ბილეთები დაჯავშნეს ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით, ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს.

“მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ Wizz Air-ის სერვის ცენტრს ნომერზე: +995 706 777 037. სხვა ქვეყნებიდან ზარების შემთხვევაში ნომრების გასაგებად კი უნდა ეწვიონ ბმულს”, – წერია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშავია, რომ მგზავრებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, შეძლებენ გადაცვლას ან თანხის სრულად დაბრუნებას.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.