ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა დაარღვიეს დეკემბერში საქართველოს სავიზო რეჟიმი?
15 იანვარი, 2019

2018 წლის დეკემბერში საქართველოს სავიზო რეჟიმი ირანის, ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის ყველაზე მეტმა მოქალაქემ დაარღვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმი ირანის 214-მა მოქალაქემ დაარღვია. მას მოსდევს ჩინეთი – 88 დარღვევით; 

მესამე ადგილს რუსეთი და ინდოეთი თანაბრად ინაწილებენ – საანგარიშო პერიოდში, სავიზო რეჟიმი რუსეთის და ინდოეთის 17-17-მა მოქალაქემ დაარღვიეს. 

სავიზო რეჟიმის დარღვევის ხუთეულშია მეზობელი თურქეთი (15) და აზერბაიჯანი და სომხეთი 14-14 დარღვევით. 

შსს-ის მონაცემებით, დეკემბერში სავიზო რეჟიმი დაარღვია აშშ-ის, საფრანგეთის, შრი-ლანკას, ეგვიპტის, უკრაინის და ა.შ. სულ უცხო ქვეყნების 438-მა მოქალაქემ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.