სასტუმროების იანვრის დატვირთულობის მიხედვით რეგიონები ლიდერობს. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაშია ნათქვამი.
თიბისი კაპიტალმა სასტუმროები 4 იანვარს გამოკითხა. იანვრის სამომავლო დატვირთულობამ ზღვისპირა სასტუმროებში 2% შეადგინა, 2% თბილისში. კახეთში ეს მაჩვენებელი 7%-ია, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 12% დაფიქსირდა.
რაც შეეხება უქმეებზე სასტუმროების დატვირთულობას, ამ მხრივ სტუმრები ძირითადად ზღვისპირა და კახეთის სასტუმროებმა მიიღეს, რაც "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, საახალწლო პერიოდით იყო განპირობებული.
www.bm.ge