ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რომელია ყველაზე გრძელი გვირაბი სამხრეთ კავკასიაში
04 ივლისი, 2018

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბია. საქართველოს რკინიგზამ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მაისში დაასრულა.

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული გვირაბის მიზანი რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირებაა.

მისი დანიშნულება კი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, მატარებლების მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვიშხეთს ზვარესთან ორი, გვერდიგვერდ აშენებული გვირაბი აკავშირებს. მათი საერთო სიგრძე 16 კილომეტრზე მეტია და სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელ სარკინიგზო გვირაბად ითვლება.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2019 წელს დასრულდება და მისი განხორციელების შედეგად, ტვირთის გამტარუნარიანობა 27 მლნ-დან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსივე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. როგორც რკინიგზაში ამბობენ, შემცირდება ეკოლოგიური რისკები და მგზავრობის დრო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.