მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს კოხტა-მიტარბში „აჭარა ჯგუფის“ სასტუმო ROOMS KOKHTA მიტარბი იხსნება. როგორც BM.GE-ს „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, პროექტის ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 16 მლნ დოლარზე მეტია.
სასტუმრო ROOMS KOKHTA კომპანია „ახალი მიტარბის” და აჭარა ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 95 ნომერსა და 70 აპარტამენტს აერთიანებს. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, „ლაუნჯ“ ბარი“, საცურაო აუზი, სპორტულ დარბაზი და ტერასა 360 გრადუსიანი ხედით.
„აჭარა ჯგუფი“ ROOMS-ის ბრენდის სასტუმროებს უკვე ფლობს თბილისში და ყაზბეგში. კომპანია 2020 წლისთვის ROOMS BATUMI-ის გახსნას გეგმავს, ხოლო ადგილმდებარეობას ამავე ბრენდის სასტუმროს გასახსნელად ქვეყნის საზღვრებს გარეთ ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში არჩევს.