ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რთველზე მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციიდან 145 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს
20 სექტემბერი, 2018

კახეთში ამ დროისთვის გადამუშავებულია  92 000-ზე მეტი ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.

კახეთში გადამუშავებული, ყურძნიდან 52 000 ტონამდე საფერავია; 29 000 ტონამდე რქაწითელი; 1 500 ტონამდე კახური მწვანე; სხვადასხვა ჯიში.

რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 10200-მა მევენახემ ჩააბარა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 27 000 ტონა; ყვარელში - 27 000 ტონა; თელავში - 18 500 ტონა; სიღნაღში - 8 400 ტონა; დედოფლისწყაროში - 3 800 ტონა; ახმეტაში - 3 000 ტონა; ლაგოდეხში - 1 500 ტონამდე; საგარეჯო - 955 ტონა.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.