ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"რუმსის" ბრენდის სასტუმრო ბათუმში მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება
11 სექტემბერი, 2023

„რუმსის“ ბრენდის სასტუმრო ბათუმში მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება.

როგორც „რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ბიზნესპარტნიორთან საუბრისას განმარტა, ახალ სასტუმროს განსხვავებული კონცეფცია ექნება.

„გვექნება შესაძლებლობა ჩამოვიყვანოთ სტუმრები, რომლებიც ტურებს გააკეთებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე "რუმსის" სასტუმროებში, ყაზბეგი-თბილისი-ბათუმი-ბაკურიანი და მომავალ წელს უკვე აბასთუმანი შემოგვიერთდება.“-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

მისივე განმარტებით, ბათუმის პროექტი "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკთან" პარტნიორობით განხორციელდა.

„სასტუმროში იქნება 120 ოთახი, ძალიან განსხვავებული და ბათუმისთვის მორგებული დიზაინით. როგორც ყოველთვის ლოკალურ მიმართულებაზეა ჩვენი სასტუმროები მორგებული და თან ასევე მომხმარებელი აუცილებლად იპოვის "რუმსის" დამახასიათებელ ნიშანს,"-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ დოლარია.

შეგახსენებთ, „რუმს ჰოტელი“ "აჭარა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, როლის ძირითადი საქმიანობა ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.