რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი მგზავრთა ნაკადის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს. ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში აცხადებენ.
„ყოველდღიური სამუშაო სიძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, ამის მიუხედავად საკონტოლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხები ექმნება, როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ტრანსპორტს“, შესაბამისად, უწყება საქართველოში მოგზაურობის მსურველ ტურისტებს აფრთხილებს, გაითვალისწინონ საზღვარზე არსებული მდგომაროება, ის რომ, შესაძლოა, ლოდინის დროს ერთ დღე-ღამეს მოიცავდეს და ამის გათვალისწინებით დაგეგმონ ვიზიტი.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გაზრდილია სატრანზიტო ნაკადი. გამშვები პუნქტები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, თუმცა ტრანპორტს რიგ შემთხვევეში ერთთვიანი დაყოვნება უწევს. ამას დაემატა უამინობა, რის გამოც შეჩერებული იყო გამშვები პუნქტის ფუნციონირება და ავტოტრანსპორტის გადაადგილება, გარკვეული დროით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით 125 204 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (52 457) მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა ჩამორჩება 2019 წლის 5 თვის მაჩვენებელს (389 135 ვიზიტი).
www.radiotavisupleba.ge