2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია მოცემული.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია.
ექსპორტი 60%-ით გაიზარდა აშშ-ში, ექსპორტირებლ ბოთლების ჯამური რაოდენობა კი 388038 ბოთლი იყო, მათ შორის დიდ ბრიტანეთში – 39% (69662), ჩინეთში – 21% (4249687) და პოლონეთში – 19% (2250994).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 143% (63948), ლიეტუვა – 41% (372918), მონღოლეთი – 35% (172392), ბელარუსი – 19% (1008888), ისრაელი – 51% (165671), გერმანია – 12% (344735), ესტონეთი – 9% (357866), მოლდოვა – 4386% (317582), ნიდერლანდები – 42% (43260), ჩეხეთი 42% – (43260), შვედეთი – 1734% (39954), ბულგარეთი – 25% (19986) და ა.შ.
რაც შეეხება რუსეთს, 7 თვეში მთავარ სავაჭრო პარტნიროთან ზრდა მხოლოდ 2%-ს შეადგენდა.
ექსპორტირებული ქვეყნების ათეულში პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს (29132711), მეორე ადგილზეა უკრაინა (4893304), რომელსაც ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელარუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866) მოჰყვება.
7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 306,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 40% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 27%).
Commersant.ge