ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შესაძლოა, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ამ კვირიდან დაიწყოს – წყარო
15 მაისი, 2023

რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა მიმდინარე კვირაში დაიწყონ, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ საავიაციო წრეებში.

„რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება მიმდინარე კვირას იგეგმება“, – განაცხადა გამოცემას წყარომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 15 მაისიდან გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ასევე გააუქმა პირდაპირ საჰაერო რეისებზე 2019 წელს დაწესებული „ავიაემბარგო“.

როგორც ტრანსპორტის სამინისტროში აზუსტებენ, გადამზიდავები ახლა საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის ემზადებიან. დაგეგმილია ყოველკვირეულად შვიდი პირდაპირი რეისის განხორციელება მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ადგილობრივი წარმოების თვითმფრინავებით.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.