რუსეთის დუმაში საქართველოს სხვა ტურისტული მარშრუტებით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ. როგორც დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი კრივანოსოვმა განაცხადა, აფხაზეთი და კავკასიის სხვა მიმართულებები შესაძლოა, რუსებისთვის ქართული ტურისტული მიმართულების ალტერნატივა გახდეს.
“მაქვს ინფორმაცია, რომ ახლა აფხაზეთში რუსი ტურისტების ინტერესი გაზრდილია; ისინი, ვისაც კავკასიის სეგმენტი მოსწონს, აფხაზეთზე არიან ორიენტირებულნი. არის სხვა სეგმენტიც. მართალია, სრულიად – არა, მაგრამ აზერბაიჯანმა და სომხეთმაც შესაძლოა, ჩაანაცვლონ ქართული მიმართულება”, – განაცხადა დეპუტატმა.
სერგეი კრივანოსოვის თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ასეთი პროცესები ვითარდება, “რადგან ეს ქვეყანა ყოველთვის ძმური და ისტორიულად ახლობელი იყო ჩვენთვის”, – დასძინა მან.
დუმის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პუტინის ბრძანება, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტის შესახებ, არათუ – რუს ტურისტებს, არამედ საქართველოს ეკონომიკას დააზიანებს.
bm.ge