ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთის ფაქტორის გამო, საქართველოში 1/3-ით ნაკლები უცხოელი ტურისტი ჩამოდის - „კავკასუს თრეველი“
06 ივლისი, 2022

,განწყობა ასეთი იყო, რომ ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 40-45% აღდგებოდა, ჩვენი კომპანიის მაგალითზე კი ეს მაჩვენებელი 24-25%-ს არ აღემატება - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელმა განაცხადა.

საბა კიკნაძე სახელმწიფოს მიერ ტურიზმის სექტორისთვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის ამოქმედებას დადებითად აფასებს.

„რა საკვირველია, როცა ხდება გადასახადების კუთხით სექტორისთვის შეღავათის დაწესება, ის დადებითად მოქმედებს. ტურიზმის სეგმენტში მომუშავე კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს ეს შეეხება.

თუმცა გარდა გადასახადებისა, ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი მდგენელია ფასები და ინფლაცია, რომელი ახლა დამახინჯებული ფორმით გვაქვს ქვეყნაში. უცხოური ვალუტა, რომელიც ძალიან დიდი ოდენობით შემოვიდა, ჩემი აზრით რუსეთიდან საცხოვრებლად გადმოსული ადამიანების გამო, ამ დროს ტურიზმიდან შემოსავალი არ აღემატება 2019 წლის 25%-ს, ვგულისხმობ ოფიციალურ ტრანზაქციას უცხოეთიდან ორგანიზებული ტურიზმით . ეს ქმნის უცნაურ სიტუაციას, ლარი კი არ ძლიერდება, დოლარი სუსტდება. პროდუქტიც უფრო ძვირია ლარშიც და დოლარშიც. ამან შეიძლება უარყოფით გავლენა გამოიწვიოს შემომყვან ტურიზმზე“, - განაცხადა კიკნაძემ.

მისი თქმით, მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვიზიტორი, რუსეთის შიშითაა განპირობებული.

,,განწყობა ასეთი იყო, რომ ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 40-45% აღდგებოდა, ჩვენი კომპანიის მაგალითზე კი ეს მაჩვენებელი 24-25%-ს არ აღემატება, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრითაა განპირობებული. ვვარაუდობ, რომ იგივეა ჩვენი მსგავსი კომპანიებისთვის. ვვარაუდობ, რომ 15%-ით მაინც მეტი იქნებოდა ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი, რომ არა რუსეთის ფაქტორი, რასაც ჩვენს რეგიონთან მიმართებით უცხოელები განიცდიან. ამ შიშის გამო 1/3-ით ნაკლები ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში“, - ამბობს კიკნაძე ,,საქმეში“.

bpn.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.