რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს – იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია.
„ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ – განაცხადეს ასოციაციაში.
როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის – ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს სხვა ქალაქების გავლით.
უკვე გაჩნდა სხვადასხვა ვარიანტები – მაგალითად, ჩასვლა თვითმფრინავით ბაქოში ან ერევანში, იქედან კი – უფასო ავტობუსებით თბილისამდე.
ასევე არის სხვა შესაძლებლობები – საქართველოში ჩამოსვლა მინსკის ამ კიევის გავლით.
Newsru.com
Commersant.ge