ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა
14 ივნისი, 2022

კრემლის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა. მოსკოვის მთავრობის განცხადებით, რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა ბრძანებულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ იტყობინებოდა. 

ცოტა უფრო ადრე, ქვეყანას UN-მ ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა, უკრაინაში შეჭრის გამო.

შეგახსენებთ, მარტში რუსეთმა მოითხოვა, არ გაერიცხათ  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან. ოფიციალური წერილით საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს მიმართა რუსეთის ფედერალური უწყების, „როსტურიზმ“-ის ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ, სადაც აღნიშნულია, რომ  „ტურიზმი მოწოდებულია ადამიანების გაერთიანებისა და ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის და პოლიტიზებისგან თავისუფალი უნდა იყოს“.

რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხები არ არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომპეტენცია.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.