ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთში $72 მლნ-ის ქართული ღვინო გაიყიდა
26 აგვისტო, 2021

საქართველომ რუსეთში 72 მილიონის ღვინო გაიტანა, ჩინეთში - 8.5 მლნ - ორივე ქვეყანაში ზრდაა.

რუსეთიც და ჩინეთიც საქართველოსთვის მნიშვნლოვანი ბაზრებია. 7 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 14.5%-იც (9 მლნ) გაიზარდა და ექსპორტიორებს 71.6 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა. ჩინეთში ექსპორტის ზრდა 6.7%-ია. ამ ბაზარზე 3 143 021 ბოთლი ღვინო გაიყიდა. რუსეთში 33 094 833 ბოთლი.

ღვინო საექსპორტო კალათაში მე-4 ადგილზეა 124.7 მლნ დოლარის მოცულობით. წლიურ ჭრილში ზრდა 16%-ია.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი. საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 337-მა კომპანიამ განახორციელა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.