რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოს („როსპოტრებნადზორი“) გადაწყვეტილებით საქართველოდან ექსპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე კონტროლი ძლიერდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი ხარისხის გაუარესება გახდა.
„ხორციელდება იმ ალკოჰოლური სასმელების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან შემოდის. ეს პროდუქტები დინამიკაში აჩვენებს ხარისხის გაუარესებას“,- ნათქვამია ორგანოს განცხადებაში.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოს დღევანდელი მონაცემებით, 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით უხარისხო ალკოჰოლური სასმელების მაჩვენებელი 2.9-ჯერ გაიზარდა.
წყარო: РИА «Новости».
Commersant.ge