ევროპის ბაზარზე 1 ბოთლი ქართული ღვინის სუფთა მოგება, საშუალოდ, 25-30 ლარს შეადგენს.ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტანტის და მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარის გიორგი ბარისაშვილის ინფორმაციით, ინდუსტრიული ღვინო საქართველოდან, ევროპის მაღაზიებში სამ საფასო სეგმენტში იყიდება. გააჩნია ღვინის მწარმოებელს ანუ კომპანიას და თავად ღვინის დასახელებას. პირველი საფასო სეგმენტი ეს არის 3 დან 5 ევრომდე. შემდეგ 5 დან 10 ევრომდე და ბოლო საფასო სეგმენტი ეს არის 10 ევრო და ზემოთ. რუსეთში 1 ბოთლი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2 -2.5 დოლარს არ აღემატება. შესაბამისად, რუსეთთან შედარებით, ქართული ღვინო ევროპაში 4-5 ჯერ უფრო ძვირად იყიდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,2021 წლის პირველ კვარტლში, ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, ექსპორტით მიღებული შემოსავლები 5%-ით ნაკლებია, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში ღვინის ბაზრებზე ფასების შემცირებით არის განპირობებული.2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
GBC.GE