რუსი მეღვინეები ადვილად ჩაანაცვლებენ ქართულ ღვინოებს იმპორტის აკრძალვის შემთხვევაში. მზად ვართ, მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც სასმელის კლასიკური ვარიანტები, ასევე ღვინოები განსაკუთრებული თვისებებით და პრემიუმ სეგმენტის, – ასეთი აზრი გამოთქვეს „ტასს“-თან საუბარში რუსული ღვინის კომპანიებისა და პროფილური ასოციაციების წარმომადგენლებმა.
„ადვილად მოვახდენთ ქართული ღვინის დანაკარგის კომპენსაციას. ჩვენ მშვენიერ პროდუქტს ვქმნით. სხვა საქმეა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ სწორედ ქართული ღვინო. მათთვის პრობლემა იქნება“, – განაცხადა რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტმა ლეონიდ პოპოვიჩმა.
თავის მხრივ, მეღვინეებმაც, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმაც, ასეც აღნიშნეს, რომ „რუსეთის რეგიონებში, მათ შორის ყირიმში“ ქართული ყურძნის მსგავსი ჯიშებისგან აწარმოებენ ღვინოს, მაგრამ ქართული ღვინის გემოს გამეორება და ჩანაცვლება შეუძლებელია.
Commersant.ge