მიმდინარე წლის ინავარ-მარტში საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 89.9%-ით 134.7 ათასამდე შემცირდა. თითქმის 10-ჯერ შემცირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. გასულ წელს სექტორმა $3 მლრდ დაკარგა, საუკეთესო შემთხვევაში წელს მხოლოდ დანაკარგის მეოთხედით შემცირებაა შესაძლებელი. რეგულაციების სიმკაცრე, ვაქცინაციის ტემპი და ის თუ რომელი სახემწიფოებიდან ჩამოლვენ ტურისტები საქართველოში შემოსავლების მოცულობას გაზრდის ან შეამცირებს.
იმის გამო, რომ მკაცრი რეგულაციები 2020 წლის მარტის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, (საზღვრები 18 მარტს ჩაიკეტა) და აპრილიდან სრული კარანტინი გამოცხადდა, მეორე კვარტალში ტურისტების რიცხვის მცირე პროცენტული ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა კომენდანტის საათის პირობებში ეს ზრდა დიდი ვერ იქნება.
პანდემიამდე ტურიზმი მუდმივად იზრდებოდა. 2019 წელს ქვეყანაშ 9.357 მლნ საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა და ქვეყანამ შემოსავლის სახით $3.3 მლრდ მიიღო. 2020 წელს ყველა გათვლებით 10 მლნ-ზე მეტ მოგზაურს საქართველოში $3.5 მლრდ-ზე მეტი უნდა დაეტოვებინა, თუმცა მათი როცხვი 1.747 მლნ-მდე, შემოსავალი კი $0.5 მლრდ-მდე შემცირდა.
ტურისტების რაოდენობის 80%-ს მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული პირები შეადგენდნენ, თუმცა ისინი დიდი მხარჯველობით არ გამოირჩეოდნენ. მათზე გაცილებით მეტს ამერიკიდან, ევროპიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ხარჯავნდნენ.
პანდემიამდელ პერიოდში დახარჯული 1326 ლარით რუსი ტურისტები საერთო ჯამში მათი რაოდენობის გათვალისწინებით პირველ ადგილზე იყვნენ, მაგრამ 1 ტურისტის მიერ გაღებული ხარჯის მიხედვით ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ. პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
-
საუდის არაბეთი - 3098 ლარი;
-
აშშ - 3034 ლარი;
-
ყატარი - 2598 ლარი;
-
ემირატები - 2595;
-
ბრიტანეთი - 2393 ლარი;
-
ნიდერლანდები - 2295 ლარი;
-
ინდოეთი - 2095 ლარი;
-
ისრაელი - 1995 ლარი;
-
ირანი - 1951 ლარი;
-
ავსტრია - 1907 ლარი.
commersant.ge