ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსი ტურისტები საქართველოდან პუტინს პასუხობენ
03 ივლისი, 2019

პუტინის აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

BMG –ის მიერ თბილისის ტურისტულ ლოკაციებზე გამოკითხული რუსები პუტინს პასუხობენ და  ცალსახად ამბობენ,  რომ საქართველოში უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ თავს, მოსწონთ ქართველების სტუმართმოყვარეობა და დადებითი დამოკიდებულება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტ ქვეყანაში არაერთგიზის გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში  გაზრდილი რუსოფობიის გამო, რუსი ტურისტები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

სწორედ ამ მოტივით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ე.წ. ტურისტული ემბარგო დაწესდა და 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის, პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა.

bm.ge

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.