ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსი ტურისტები საქართველოში – „როსტურიზმი“ მონაცემებს აქვეყნებს
28 ივნისი, 2019

საქართველოში ამ დროისათვის 930 რუსი ტურისტი იმყოფება და ისინი რუსეთში 8 ივლისამდე დაბრუნდებიან – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როსტურიზმის“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან რუსული გამოცემის ცნობით,  მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი, 21 დან 26 ივნისამდე რუსეთში 570 რუსი ტურისტი დაბრუნდა.

როგორც „როსტურიზმი“ იუწყება, 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ საქართველოში გამგზავრების შესახებ ხელშეკრულება რუსეთის 3,71 ათას მოქალაქეს აქვს დადებული.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.