ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობა 95%-ით შემცირდა
14 სექტემბერი, 2022

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, რუსების ტურისტული მოგზაურობა ევროპაში მიმდინარე წლის ზაფხულში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90-დან 95 პროცენტამდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცოას თურქული ტელეარხი trt.net.tr ავრცელებს. 

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში რუსებმა ევროპაში 1,2 მილიონი მოგზაურობა განახორციელეს.

იქვე აღნიშნულია, რომ 2019 წლის იმავე პერიოდში ევროპას 8 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია და დამატებულია: „რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობები მიმდინარე წლის ზაფხულში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90-დან 95 პროცენტამდე შემცირდა.“

განცხადებაში, ევროპაში მოგზაურობების მკვეთრი კლების მთავარ მიზეზად საავიაციო სექტორზე დაწესებული სანქციები და რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნების სავიზო პოლიტიკის გამკაცრება არის დასახელებული.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.