რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული 10 ქვეყანა დაასახელა. როსსტატის ინფორმაციით, საქართველო ათეულში მოხვდა – 2019 წლის 6 თვეში საქართველო 630 000-მა რუსეთის მოქალაქემ მოინახულა. რეიტინგში მოხვდა ოკუპირებული აფხაზეთიც, როსსტატის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკას 1,852 მლნ რუსი ტურისტი ეწვია. საერთო ჯამში გამოდის, რომ საქართველოს წელს (აფხაზეთის ჩათვლით) 2,482 მლნ რუსი ტურისტი ეწვია. პირველ ადგილს კი, ტრადიციულად ისევ თურქეთი იკავებს, 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 2,649 მლნ რუსი ტურისტი ეწვია.
Top-10 პოპულარული მიმართულება რუსი ტურისტებისთვის
თურქეთი – 2,649 მლნ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა (საქართველო) – 1,852 მლნ
ფინეთი – 1,644 მლნ
ყაზახეთი – 1,371 მლნ
ჩინეთი – 1,007 მლნ
უკრაინა – 1,057 მლნ
ესტონეთი – 847 ათასი
ტაილანდი – 654 ათასი
საქართველო – 630 ათასი
გერმანია – 628 ათასი
BPN.GE